რაჟონ რონდო „კლივლენდის“ კალათბურთელი გახდა #1TVSPORT
რაჟონ რონდო „კლივლენდის“ კალათბურთელი გახდა #1TVSPORT

„კლივლენდმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლეიკერსთან“ და „ნიუ იორკთან“ სამმხრივი გაცვლის დასრულების შესახებ, რომლიც მიხედვითაც „კავალიერზის“ შემადგენლობა შეავსო 35 წლის ვეტერანმა გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ.

„ნიუ იორკმა“ „კლივლენდისგან“ მიიღო 28 წლის მცველი დენზელ ვალენტაინი, აგრეთვე დრაფტუფლებები ვანგ ჟელინზე და ბრედ ნიულიზე.

„ლეიკერსს“ ერგო დრაფტუფლება ლუი ლაბერიზე.

მიმდინარე სეზონში რონდომ „ლეიკერსის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 16.1 წუთში 3.1 ქულა და 3.7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ვეტერანი ლიგაში მე-16 სეზონს ატარებს. მან ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ და ორჯერ იყო NBA-ის ჩემპიონი.

ვალენტაინმა წელს „კლივლენდის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 2.9 ქულა და 1.7 მოხსნა. მანამდე მან ხუთი სეზონი „ჩიკაგოში“ გაატარა.

დატოვე კომენტარი