ნიუ-იორკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქალაქის პოლიციის სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, სროლის ხმა ბრუკლინის ერთ-ერთ ღამის კლუბთან, დილის საათებში გაისმა. სამართალდამცავ უწყებას მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავის დაუკავებია.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.