ნიუ-იორკში ქალი თავისუფლების ქანდაკებაზე აძრომას შეეცადა, რის გამო ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
კანონდამრღვევი ქალის ქანდაკებიდან ჩამოყვანას პოლიციამ დაახლოებით სამი საათი მოანდომა.
როგორც ამერიკული მედია წერს, თავისუფლების ქანდაკებაზე აძრომას 44 წლის კონგოელი ტერეზა ოკოუომო ცდილობდა. ის ამ გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიგრაციულ პოლიტიკის გაპროტესტებას აპირებდა.
მანამდე პოლიციამ თავისუფლების ქანდაკებასთან საპროტესტო აქციის გამართვის გამო, რამდენიმე ადამიანი დააკავა.