ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა
ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა

ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. „სიენენის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მანჰეტენის უბანში დაკავებები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს. ნიუ იორკის ქუჩებში ასეულობით პოლიციელია გამოყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასშტაბური ძალადობრივი აქციების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები ბოლო დღეებია, შედარებით მშვიდად მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ქალაქ აიოვაში, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში, სადაც კომენდანტის საათის რეჟიმი აღარ დაწესებულა.

აშშ-ში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.