ნიუ იორკში, მადამ ტიუსოს მუზეუმში მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა გამოფინეს
ნიუ იორკში, მადამ ტიუსოს მუზეუმში მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა გამოფინეს

ნიუ იორკში, მადამ ტიუსოს მუზეუმში მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა გამოფინეს. მის დამზადებაში არტისტებს დახმარება თეთრი სახლის ყოფილმა პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა გაუწია.

პირველი ლედის ცვილის ფიგურა როლანდ მოურეტის ლურჯ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც მელანიას 2016 წლის მარტში რესპუბლიკელების დებატებზე ეცვა.

ფიგურის შექმნაზე 20 არტისტი 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. ისინი ყოფილი მოდელის გარეგნობის ყველა შტრიხის შესწავლას ცდილობდნენ.

ფიგურა გამოფენილი 31 მაისამდე იქნება. შემდეგ მას ვაშინგტონში გადაიტანენ.