ნიუ იორკის კენედის აეროპორტში გუშინ გამოცხადებული რამდენიმესაათიანი კარანტინი მოიხსნა
ნიუ იორკის კენედის აეროპორტში გუშინ გამოცხადებული რამდენიმესაათიანი კარანტინი მოიხსნა. დუბაიდან ჩაფრენილი მგზავრების შეუძლოდ ყოფნის მიზეზად გრიპი დასახელდა.
როგორც ნიუ იორკის ჯანდაცვის კომისარმა განაცხადა. ანალიზის შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ბორტზე მყოფი რამდენიმე მგზავრს გრიპი ჰქონდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 10-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავიაკომპანია Emirates-ის რეისი ნიუ იორკში დუბაიდან მიფრინავდა. 14-საათიანი ფრენის დროს 100-მდე მგზავრი შეუძლოდ გახდა. მათ სიცხე, ხველება და პირღებინება აწუხებდათ. სულ თვითმფრინავის ბორტზე 500 მგზავრი იმყოფებოდა.
ნიუ იორკის აეროპორტში თვითმფრინავს სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია დახვდა. მგზავრები კარანტინში მოათავსეს და მათ რამდენიმესაათის განმავლობაში თვითმფრინავის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც ნიუ იორკის ჯანდაცვის კომისარმა განაცხადა, ავიაკომპანია Emirates-ის რეისის რამდენიმე მგზავრი მოსალოცად საუდის არაბეთის ქალაქ მექაში იმყოფებოდა, სადაც ამჟამად გრიპი ს ვირუსია გავრცელებული. ყველა ჰოსპიტალიზებულის მდგომარეობა სტაბილურია.