ნიდერლანდებში ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება
ნიდერლანდებში ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება

ნიდერლანდები დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც ზაფხულის შემდეგ ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე სამი კვირით, ბარები, რესტორნები და პირველადი საჭიროების მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ცენტრი საღამოს შვიდ საათზე დაიხურება. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ. სკოლები, თეატრები და კინოთეატრები მუშაობას აგრძელებენ. მინისტრთა კაბინეტი საბოლოო გადაწყვეტილებას ახალი ზომების შესახებ დღის ბოლომდე მიიღებს.

გასული 24 საათის განმავლობაში, ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 16 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანების 55 პროცენტი, ასევე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების 70 პროცენტი აუცრელია.