ზურაბ აზარაშვილი არ გამორიცხავს, იზოლაციის პერიოდი კიდევ შემცირდეს

13:54, 17.01.2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იზოლაციის და კარანტინის წესების ცვლილება სწორედ „ომიკრონის“ შტამის მიმდინარეობას უკავშირდება და პერიოდი 12-დან 8 დღემდე შემცირდა.

თუმცა, მინისტრმა არ გამორიცხა იზოლაციის ვადის კიდევ შემცირება.

„სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს რომ ვნახულობთ, შეიძლება, ამის კიდევ გადახედვაზე ვიმსჯელოთ, რადგან მაგალითად, აშშ-ში სავალდებულოა 5 დღე და არა 8“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი