ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა.
ნინო ვიბლიანი ჭუბერის თემის გამგებელი იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად კი, ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა.
საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორები ჰყავს.