რუსეთში დღეს რეგიონული არჩევნები იმართება
რუსეთში დღეს რეგიონული არჩევნები იმართება

რუსეთში დღეს რეგიონული არჩევნები იმართება. რუსეთის მოქალაქეები 16 გუბერნატორს აირჩევენ, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის. 13 რეგიონში კი, მათ შორის მოსკოვში, გაიმართება საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატების და სამი ადმინისტრაციული ცენტრის მერის არჩევნები.

ამას გარდა, მოქალაქეები რუსეთის სახელმწიფო დუმაში ოთხ ვაკანტურ ადგილზე დეპუტატებს აირჩევენ.

დღესვე ინგუშეთის პარლამენტმა რესპუბლიკის ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს. აღნიშნულ პოსტზე მთავარ კანდიდატად მაჰმუდ ალი კალიმატოვი განიხილება, რომელიც რესპუბლიკის ხელმძღვანელად იუნუს ბეკ ევკუროვის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ევკუროვმა თანამდებობა ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შესახებ შეთანხმების გამო დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დატოვა.

რეგიონული არჩევნების წინ კამპანია მოსკოვში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის შტაბის თანამშრომლები დააკავეს.

დატოვე კომენტარი