ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

11:12, 20.08.2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა.

ნინო ვიბლიანი ჭუბერის თემის გამგებელი იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად კი, ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა.

საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორები ჰყავს.

 

მსგავსი