მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა
მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა

საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. ახალი სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა,

გურიის რეგიონის გუბერნატორი – ზურაბ ნასარაია

სამცხე-ჯავახეთი – ბესიკ ამირანაშვილი

მცხეთა-მთიანეთი – შალვა კერესელიძე

ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი

შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი

იმერეთი – შავლეგ ტაბატაძე.

პრემიერის თქმით, საკადრო ცვლილებები გუბერნატორების მოადგილეებს შეეხებათ.

შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი. გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, თანამდებობებს ინარჩუნებენ – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.