ნინო სურგულაძის ინიციატივით, ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი იმართება
ქუთაისი მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. საქველმოქმედო გალა-კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში მიმდინარეობს. კონცერტში მსოფლიო ვარსკვლავები ანტონელო პალომბი, რაფალ სივეკი, ვესელინა კაზაროვა, ნინო სურგულაძე და ანა ჭანია მონაწილეობენ. საღამოს რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა. ორკესტრის დირიჟორი კი რევაზ ჯავახიშვილი.
საქველმოქმედო კონცერტი ქართველი მეცო-სოპრანოს, საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინიციატივით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
ფონდმა „ნატვრის ხემ“ დაარსების დღიდან 60-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩია და 300-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება.