უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დღეს წერილობით განცხადებას გაავრცელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძის პოზიციაზე იქნება საუბარი.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ასევე კომენტარი გააკეთა იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, მერაბ გაბინაშვილმა. მისი თქმით, ნინო გვენეტაძემ ხელი მოაწერა აქტს, 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ.
„იყო კონსტრუქციული საუბარი, მათ შორის გახმაურებულ აქტზეც გვქონდა საუბარი. დადებით კონტექსტში ვისაუბრეთ. ნინო გვენეტაძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს და მოგვილოცა. ეს გარდაუვალი აქტი იყო, რადგან იუსტიციის საბჭომ კანონის სრული დაცვით მიიღო ეს გადაწყვეტილება. დაწვრილებით ვერ გეტყვით, მე შეხვედრის შედეგზე გესაუბრებით. ეს კონსტრუქციული შეხვედრა იყო და კარგად დასრულდა“, – აღნიშნა გაბინაშვილმა.
პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.