მამუკა მდინარაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო „ნაცმოძრაობისთვის“, პარადოქსია ასეთი მანევრებით რომ გვიწევს ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება
მამუკა მდინარაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო „ნაცმოძრაობისთვის“, პარადოქსია ასეთი მანევრებით რომ გვიწევს ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“. იცით, პარადოქსი რა არის? ასეთი მანევრებით რომ გვიწევს ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, ამაში ხელს გვიშლის რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა რადიკალური ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მოახერხა რეკომენდაციის შესრულება.

„წინა შემთხვევაში თანაგუნდელების მიმართ როგორი ბულინგი და საბოტაჟი იყო, გახსოვთ? ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციის შესრულებას. ეს პუნქტი სრულად დღეს შევასრულეთ და დავხურეთ. რაც შეეხება დღევანდელ კენჭისყრას, 85 ხმა ჩვენ გვქონდა და კარტებს გავშლი. ჩვენ გიორგი სოსიაშვილის პარლამენტში შემოსვლას ველოდებოდით. ფარული კენჭისყრა ხმის დაცულობას ნიშნავს და თქვენ გაინტერესებთ, ვინ მისცა ხმა იმისათვის, რომ ეს ადამიანი დააბულინგოთ, არასწორია. არ ვიცი, ვინ მისცა ხმა და თქვენთან ერთად ჭორაობას არ ვაპირებ. ვისზეც ეჭვი მაქვს, რომ ხმა მისცა, არ გეტყვით და თქვენს ყბაში არ ჩავაგდებ ბულინგისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია.