უზენაეს სასამართლოში იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს

17:53, 09.11.2017

საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრს სასამართლოში შესვლისას კომენტარი არ გაუკეთებია. საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველ საკითხებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

პირველი არხის ინფორმაციით კი, შეხვედრა შეეხება საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხს, რაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებისთვის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ხელი არ მოუწერია. სწორედ ამას მოჰყვა იუსტიციის საბჭოს წინა სხდომაზე ხმაური. საბჭოს წევრები ითხოვდნენ განმარტებას, რატომ არ აწერდა ხელს გვენეტაძე 34 მოსამართლის გამწესებას, რომელთაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარეს.

მსგავსი