ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, 12 პუნქტი შესრულდეს, ისინი ახორციელებენ რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟს
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, 12 პუნქტი შესრულდეს, ისინი ახორციელებენ რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟს

რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, 12 პუნქტი შესრულდეს, ეს არის მათი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ახორციელებს 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს.

„ეს არის მათი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა დაიკავებს კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა, ვნახოთ. გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ საბჭოს დანარჩენი წევრების არჩევას. სამი წევრი არის უკვე არჩეული. გვაქვს იმედი, რომ ხუთივე წევრი იქნება არჩეული. ეს არის მნიშვნელოვანი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი“, – აღნიშნა კობახიძემ.