ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს მოუწოდებს, სომხეთში არსებულ ახალ პოლიტიკურ სიტუაციას შეეგუოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეეგუოს სომხეთში არსებულ ახალ პოლიტიკურ სიტუაციას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საპასუხოდ განაცხადა.
„ქვეყანაში ახლა განსხვავებული სიტუაციაა და ჩვენ ყველანი, ასევე რუსი პარტნიორები, უნდა მოვერგოთ ამ სიტუაციას”, – განცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სერგეი ლავროვის გაღიზიანება სომხეთში მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტმა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთში მოვლენები ახალი ხელისუფლების განცხადებების საპირისპიროდ ვითარდება.