საპარლამენტო ფრაქცია „ელქის“ ლიდერი, ნიკოლ ფაშიანიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდება.
არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ მაისს ფაშიანიანმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება მმართველ „რესპუბლიკურ პარტიას“.
პარალელურად განცხადება გაავრცელა სომხეთის პრეზიდენტმა. არმენ სარგსიანი ამბობს, რომ სომეხმა ხალხმა ახალი სომხეთის შენება უკვე დაიწყო და აჩვენა, რომ მნიშვნელოვან დროს გაერთიანება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
2 მაისს სომხეთის პარლამენტში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, ვინც ხმების 1/3-ს მოაგროვებს.