პრაღაში ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანეულ მაკრონისა და შარლ მიშელის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება
პრაღაში ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანეულ მაკრონისა და შარლ მიშელის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი ​და ილჰამ ალიევი 6 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდებიან.

ოთხმხრივი შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება.