ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან

სომხეთის სოფლების ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში სომხეთი მზადაა, განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საზღვრის დემარკაცია ტოპოგრაფიული რუკებისა და კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუკებთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა არსებობს შეთანხმება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე.

„არსებობს გაგება, რომ ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესი უნდა მოხდეს. ალმათის დეკლარაცია უნდა იყოს პოლიტიკური საფუძველი. ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე დემარკაციის განხორციელება არ ნიშნავს ახალი საზღვრის შექმნას, არამედ იმ საზღვრების რეკონსტრუქციას, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.