ნიკოლ ფაშინიანი ერევანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი ერევანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა და უილიამ ბერნსმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.