ჩვენ და ქართველი ხალხი უნდობლობას ვუცხადებთ ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ერთიანი და აუცილებელია აქციების გაგრძელება.
„მე წარმომიდგენია, რომ ეს აქციები აუცილებლად უნდა იყოს პერმანენტული და არის კიდევაც ასეთი თავისი პიკებით. ამ აქციებს ექნება თავისი პიკები არაერთი. პირველი იქნება 17 ნოემბერს, კვირას და ამის შემდეგ ისმება საკითხი მოთხოვნებისა. ეს მოთხოვნები არის რიგგარეშე არჩევნები, ასევე ხელისუფლების გადადგომა და დროებითი ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები. ჩვენ და ქართველი ხალხი უნდობლობას ვუცხადებთ ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მჭუტაძემ.