ნიკა მაჭუტაძე - ქართველობა არ არის მხოლოდ დღეს ცოცხალი ადამიანების ერთობა, ქართველობა არის ის, ვინც დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი და ისიც, ვინც ჯერ არ დაბადებულა
ნიკა მაჭუტაძე - ქართველობა არ არის მხოლოდ დღეს ცოცხალი ადამიანების ერთობა, ქართველობა არის ის, ვინც დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი და ისიც, ვინც ჯერ არ დაბადებულა

სოციალური ხელშეკრულება, საზოგადოებრივი კონტრაქტი უნდა დავდოთ დღეს თანამედროვე ქართველებმა. ოღონდ  ეს საზოგადოებრივი კონტრაქტი უნდა მოიზარებოდეს არა დღევანდელი საჭიროებების მიხედვით მხოლოდ, არამედ იმ წარსულის და მომავლის საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ერთობლივ, ზედროულ სახელმწიფოებრივ და ეროვნულ კონტექსტში გაგვაჩნია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მაჭუტაძის თქმით, ქართველობა არ არის მხოლოდ დღეს ცოცხალი ადამიანების ერთობა, ქართველობა არის ის, ვინც დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი და ისიც, ვინც ჯერ არ დაბადებულა.

„ამ გზაგასაყარზე ვდგავართ ჩვენ და ვხედავთ საქართველოში შიდა პოლიტიკურ სისტემას, რომელიც, სამწუხაროდ, ხასიათდება პიროვნების კულტით. ჩვენი ქვეყნის ევროპული შინაარსი კულტურისა და ცივილიზაციური მიკუთვნებულობისა ვერ ეგუება და ვერ თანაარსებობს პიროვნების კულტთან, ვერც საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ოფიციალურად არის განსაზღვრული“, – განაცხადა მაჭუტაძემ.