ნიკა მაჭუტაძე - ვაპირებ, ჩემი პულტი, ბარათი, რომლითაც კენჭისყრაში მონაწილეობენ დეპუტატები, წამოვიღო, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, პულტები გარეთ გამოიტანონ
ნიკა მაჭუტაძე - ვაპირებ, ჩემი პულტი, ბარათი, რომლითაც კენჭისყრაში მონაწილეობენ დეპუტატები, წამოვიღო, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, პულტები გარეთ გამოიტანონ

პრეზიდენტის თხოვნას ვითვალისწინებ და არ დავესწრები დღევანდელი საკითხის განხილვას და მით უმეტეს, კენჭისყრას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხაად.

მისი თქმით, აპირებს საკუთარი სადეპუტატო ბარათის დარბაზიდან გამოტანას და კოლეგა ოპოზიციონერებსაც იმავეს მოუწოდებს.

„ვაპირებ, ჩემი პულტი, ბარათი, რომლითაც კენჭისყრაზე რეგისტრირდებიან დეპუტატები და მონაწილეობას იღებენ კენჭისყრაში, წამოვიღო. ეს არის დარბაზის კანცელარიაში. ვერავინ რომ ვერ შეძლოს ამ ბარათით სარგებლობა და ყველანაირი ინსინუაციის შესაძლებლობა იყოს იმთავითვე აღკვეთილი. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ პულტები გარეთ გამოიტანონ. მე ჩემთავს ძალიან კარგად ვენდობი, მაგრამ რომ არ იყოს შესაძლებლობა, ვინმემ გამოიყენოს ვინმეს ბარათი, ამიტომ ჩემს მთელ კოლეგებს მოვუწოდებ, ვინც კენჭისყრას არ ესწრება, ბარათები გარეთ გამოიტანონ. პრეზიდენტის თხოვნას ვითვალისწინებ და არ დავესწრები დღევანდელი საკითხის განხილვას და მით უმეტეს, კენჭისყრას. იმედია, ვერ მიაღწევენ იმას, რომ ევროინტეგრაციის აპოლოგეტი პრეზიდენტი ზურაბიშვილი გადააყენონ. ეს იქნება უკიდერასად მძიმე დარტყმა საქართველის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.