საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მაჭუტაძისა და ბაჩუკი ქარდავას პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მაჭუტაძისა და ბაჩუკი ქარდავას პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართეს პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ ორი დეპუტატი – ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაწევრიანდა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია, რასაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.