ეკა ბესელიას სრული ანატომია დაიდო, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა „არჩევანში“ დეპუტატ ეკა ბესელიას სტუმრობას.
„ეკა ბესელიას სრული ანატომია დაიდო. აწი დასკვნები თქვენ გააკეთეთ. გიორგი გაბუნია არ ჩხუბობს ეთერში, მას არ მიყავს ჰარდთოქი. ის სულ სხვა ჟანრშია. ის არაა ნიკა გვარამია. ის აცლის რესპონდენტს, უპასუხოს მის მთავარ კითხვებს ვრცლად და საფუძვლიანად და აცლის, სრულად “გაშიშვლდეს” თქვენს წინაშე. ეს ხან კარგად გამოსდის, ხან ნაკლებად. დღეს იყო იდეალური“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას სტუმარი იყო.
ეკა ბესელიამ გადაცემაში ნიკა გვარამიას მადლობა გადაუხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მადლობელია იმ პოზიციისთვის, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა გამოხატა.
„მადლობელი ვარ იმ სოლიდარობისთვის, რაც გამოხატა ნიკამ აი, ამ ცნობილი მორალური შეტევის დღეებში და ყველა ადამიანის, ვინც იყო სოლიდარული და ამით სამოქალაქო პოზიცია იყო სწორი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.