ნიგერიის ჩრდილოეთით ამბოხებულებმა 45 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ფარუში ამბოხებული ისლამისტური დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელები 100-ზე მეტი მოტოციკლით შეიჭრნენ ქალაქში და გახსნეს ცეცხლი მოსახლეობის მიმართულებით.
ნიგერიაში სახელისუფლებო ძალებსა და ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება უკვე 12 წელია, მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით კონფლიქტს საერთო ჯამში, 350 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.