ნიგერიის არმიამ „ბოკო ჰარამის“ მიერ ქალაქ მაგუმერის დაკავებას ხელი შეუშალა
ნიგერიის არმიამ „ბოკო ჰარამის“ მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაგუმერის დაკავებას ხელი შეუშალა, – განცხადება ნიგერიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა გააკეთა.
ისლამისტ ამბოხებულებთან კონფლიქტი რეგიონში უკვე ცხრა წელია გრძელდება.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ცნობით, შეტაკებას სამი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ექვსი დაჭრილია. განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები. მათი თქმით, მსხვერპლი არის მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
21 ნოემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთში აიფეთქა, რასაც 58 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, მუჰამადუ ბუჰარიმ 2015 წელს „ბოკო ჰარამის“ დამარცხების პირობა დადო, ნიგერიაში ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.