ნიგერიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან 59 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

სამსართულიანი შენობა, რომლის ერთ-ერთ სართულზე კერძო სკოლა მდებარეობდა, ნიგერიის უმსხვილეს ქალაქ ლაგოსში ჩამოინგრა. მაშველების ვარაუდით, სულ ნანგრევებში 100-მდე ადამიანი მოყვა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია.