ნიგერიაში სამხედროებზე თავდასხმას 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა
ნიგერიაში სამხედროებზე თავდასხმას 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

ნიგერიაში სამხედროებზე თავდასხმას 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკულმა ფრთამ განახორციელა.

შეიარაღებულმა პირებმა იერიში ბორნოს შტატის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება არაერთი ჯარისკაცი, რომლებიც ისლამისტების მასშტაბური იერიშის შედეგად, იძულებული გახდნენ ევაკუაცია განეხორციელებინათ.

გავრცელებული ცნობით, მეტელეს დასახლებას, რომლის სიახლოვესაც სამხედრო ბაზა მდებარეობს, ამ დროისთვის ისლამისტები აკონტროლებენ.