ნიგერიაში, მენახირეებსა და ფერმერებს შორის დაპირისპირების შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში შეტაკებების შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება მენახირეებსა და ფერემერბს შორის, პლატოს შტატში მოხდა. კონფლიქტის მიზეზი სახნავ- სათესი მიწები და წყლის წყრო გახდა.
„ფრანს პრესის“ ცნობით, პოლიციამ დაღუპულების ცხედრები რამდენიმე სოფელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შაბათს აღმოაჩინა. სააგენტოს ცნობით, არეულობის მონაწილეებმა 50 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე მანქანა დაწევს.
მომხდარის გამო ნიგერიის აღნიშნულ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რათა შეტაკებები აღარ გაგრძელდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი.
ნიგერიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება, ამის მიზეზი სახნავ-სათესი მიწებია.