ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 700-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა
ნიგერიის არმიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 700-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა.
არმიის პრესსპიკერის თქმით, გამოქცეულებმა მდინარე ჩადის გავლით, ბორნოს შტატში ქალაქ მონგუნომდე ჩააღწიეს.
BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, ტყვეების გამოქცევა ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა დროს მოხდა და არა ერთდროულად.
სამხედროების თქმით, შეიარაღებული ძალების ბოლო ოპერაციებმა „ბოკო ჰარამის“ შენაერთები დაასუსტეს. საახალწლო მიმართვაში კი ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ „ბოკო ჰარამი“ დამარცხებულად გამოაცხადა.