NDI - გამოკითხულთა 76 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 74 პროცენტისთვის კი ნატო-ში გაწევრიანება
გამოკითხულთა 76 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 76 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია, 11 პროცენტი აცხადებს, რომ მიუღებელია, 13-მა პროცენტმა კი არ იცის.
რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია, 11 პროცენტისთვის მიუღებელია, 14-მა პროცენტმა კი არ იცის.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.