NDI - გამოკითხულთა 41 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 24 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ცხრა პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“
NDI - გამოკითხულთა 41 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 24 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ცხრა პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

არც ერთი პარტია, ასეთი პასუხი გასცა 41-მა პროცენტმა, ხოლო 17-მა პროცენტმა თქვა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა. პასუხზე უარი განაცხადა, 12-მა პროცენტმა. ცხრა პროცენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასაახელა. პასუხი – „არ ვიცი“ გასცა ექვსმა პროცენტმა. სხვა – რვა პროცენტმა.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.