ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წლის 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 64,90 (+ 0,34) დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 58,36 (+ 0,27) დოლარი შეადგინა.