ნატო და ევროკავშირი თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას 10 ივლისს გააფორმებენ
ევროკავშირი და ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტამდე თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას გააფორმებენ. ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო და ევროკავშირი დეკლარაციას ხვალ, 10 ივლისს გააფორმებენ.
დოკუმენტს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოაწერენ ხელს.