ნათია თოდუამ კალიფორნიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „საუკეთესო სოლო შემსრულებლის“ ნომინაციაში გაიმარჯვა [ვიდეო]

ნათია თოდუა საერთაშორისო ფესტივალ Music Video Underground Festival-ის გამარჯვებული გახდა.

თოდუამ ნომინაცია „საუკეთესო სოლო შემსრულებელი“ მოიგო.

მომღერალი ნომინაციაში სიმღერისთვის Love letter იყო წარდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსი ყოველთვიურად იმართება და მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ. კონკურსი კალიფორნიაში იმართება.

ნათია თოდუა გერმანიაში პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის (The Voice of Germany) გამარჯვებული და საქართველოს პირველი არხის მეგაშოუს – „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია.