ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი გახდეს
საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.
მენაბდესთან ერთად, რეგიონული დირექტორის არჩევნებში კიდევ ხუთი კანდიდატი მონაწილეობს – ავსტრიის, თურქეთის, სომხეთის, ბულგარეთისა და ბელგიის წარმომადგენლები.
მენაბდეს ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ დროისთვის კი, ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესია კოპენჰაგენში მიმდინარეობს, რომლის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.