ნატა ფერაძეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა მხარდამჭერ ნატა ფერაძეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.
მან ტერიტორიის დატოვება იმ გზით მოინდომა, სადაც ჯერ კიდევ რჩებოდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები.
ნატა ფერაძე კონტრაქციის წევრებს შუა თითის ჩვენებით დაემშვიდობა, რასაც მათი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ინციდენტის დროს კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, რომელმაც არსებული ინფორაციით, ნატა ფერაძეს ხელი დაარტყა.