სასამართლოს ინფორმაციით, ნატა ფერაძეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სასამართლოს ინფორმაციით, ნატა ფერაძეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ნატა ფერაძეს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის განჩინება ნატა ფერაძემ დღეს მიიღო.

ამ დროისთვის ფერაძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან და მისი გადაყვანის პროცედურა მიმდინარეობს.

საქმე ეხება ნატა ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას, რომლის ამსახველი ვიდეოც ფერაძემ 9 იანვარს გაავრცელა.