NASA-ს მზის შემსწავლელი მისია წარმატებით დაიწყო. კოსმოსური ხომალდი ადგილობრივი დროით 3.31 წუთზე აფრინდა.
აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ხომალდი ისტორიაში შექმნილი ყველაზე სწრაფად მოძრავი ობიექტია.
მისიის მიზანი მზის სისტემის ცენტრთან მიახლოება და მზის ატმოსფეროში შეღწევაა.
სააგენტოს ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ახალი აღმოჩენები მეცნიერებს დედამიწის სივრცითი გარემოს ცვლილებების წინასწარ პროგნოზირებაში დაეხმარება.