„ნასას“ ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მზეზე ძლიერმა აფეთქებამ შესაძლოა, „ჯიპიეს“ სისტემა და საკომუნიკაციო სატელიტები დააზიანოს
„ნასას“ ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მზეზე ძლიერმა აფეთქებამ შესაძლოა, „ჯიპიეს“ სისტემა და საკომუნიკაციო სატელიტები დააზიანოს

„ნასას“ ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მზეზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ შესაძლოა, „ჯიპიეს“ (GPS) სისტემა და საკომუნიკაციო სატელიტები დააზიანოს.

აშშ-ის „აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, მზეზე მომხდარმა აფეთქებამ შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს ნათება ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

„ნასას“ ცნობით, „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მზის ქარიშხალი ვარსკვლავის ამჟამინდელი ამინდის ციკლში“.

„მზის აფეთქებები რადიაციის ძლიერი გამოფრქვევაა. აფეთქების მავნე გამოსხივება ვერ გაივლის დედამიწის ატმოსფეროში, რომ ფიზიკურად იმოქმედოს ადამიანებზე. საკმარისად ინტენსიურობის დროს მათ შეუძლიათ, დაარღვიონ ატმოსფერო იმ ფენაში, სადაც „ჯიპიეს“ და საკომუნიკაციო სიგნალები მოძრაობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.