„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც ნასა-ში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა
„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც ნასა-ში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა

„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც ნასა-ში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. წელს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ შემქმნელი გუნდის „ობერტონი“ ხუთი მოსწავლე – სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია და იონა იობიძე იმყოფებოდნენ. მათ ერთკვირიან სასწავლო კურსში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მიზანია, ავტომატიზებული გახადოს დაკვირვებისა და კვლევის პროცესი. „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.