დედამიწას 1.5 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას 1.5 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 1.5 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება. ასტეროიდი 1998 OR2-ი პირველად 1998 წელს დააფიქსირეს და ამ დროიდან პოტენციურად საშიშ ციურ სხეულად მიიჩნევა, რადგან ის პერიოდულად უახლოვდება დედამიწის ორბიტას.

ნასას ინფორმაციით, 29 აპრილს ასტეროიდი დედამიწას მიუახლოვდება, თუმცა პლანეტას საფრთხე არ ემუქრება.

„ის დედამიწიდან 6.2 მილიონ კილომეტრზე ჩაივლის“, – აცხადებენ ნასაში.

ასტეროიდის დაფიქსირება პუერტო რიკოში მდებარე ობსერვატორიის ასტრონომებმა შეძლეს. მათ ხუმრობით ივარაუდეს, რომ ასტეროიდმა იცის პანდემიის შესახებ, „დამცავი პირბადე აქვს“ და ამის გამო მეცნიერებმა ციური სხეულის მათთვის საინტერესო ნაწილის დათვალიერება ვერ შეძლეს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამჯერად ასტეროიდი დედამიწას არ ემუქრება, თუმცა მომავალში შესაძლოა, უფრო მიუახლოვდეს ჩვენს პლანეტას.

„2079 წელს ასტეროიდი დედამიწას 3.5-ჯერ უფრო ახლოს ჩაუვლის, ამიტომ მისი ზუსტი ორბიტის ცოდნა მნიშვნელოვანია“,- განაცხადეს ასტრონომებმა.

დატოვე კომენტარი