„სფეის იქსმა“ და ნასა-მ რაკეტის კოსმოსში გაშვება უამინდობის გამო 30 მაისამდე გადადეს

00:40, 28.05.2020

სფეის იქსის“ რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო. ასტრონავტებს ახლახან შეატყობინეს, რომ გაშვება დღეს ვეღარ მოხერხდება. მიზეზი არახელსაყრელი ამინდი გახდა.

რაკეტა „ფალკონ 9“-ს კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა. ამის შემდეგ, რაკეტა უკან დაბრუნდებოდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ტივტივაზე დაჯდებოდა. გაშვება პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენა უნდა ყოფილიყო აშშ-ის მიწიდან 2011 წლის შემდეგ.

შატლის მისიის დახურვის შემდეგ, ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად რუსეთის „სოიუზის“ რაკეტებს იყენებდა.

ნასა და „სფეის იქსი“ რაკეტის ხელახლა გაშვებას 30 მაისს კვლავ შეეცდებიან.

მსგავსი