ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ
ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე ამ წუთებში განიხილავენ.

როგორც პროექტის ინიციატორები და ავტორები აცხადებენ, ცვლილებების ძირითადი მიზანი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაა, რაც ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებასა და ადმინისტრაციული წესით დასჯას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ჯანდაცვის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა.

ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება ნარკოდანაშაულის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც ეხება ნარკომომხმარებლებისთვის შრომითი უფლებების გაუქმებასა და მართვის მოწმობის ჩამორთმევას.

ასევე ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, სააფთიაქო ნარკომანიაზე სასჯელი გაუტოლდება სისხლის სამართლის იმ ნორმას, რომელიც ნარკოტიკების გასაღებას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს და ახლა ელოდებიან, საბოლოოდ, რა ფორმას მიიღებს კანონპროექტი.

პროექტის ინიციატორების თქმით, საკომიტეტო განხილვები 1-ელ დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.