„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებენ.

სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ რა ვადებში უნდა განხორციელდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმა.

როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლების მიმართ  ჰუმანიზაცია მოხდება.