ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს
ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრებმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი შეაჯამეს. მიშელ კაზანჩიკი და პრაღის ყოფილი მერი პაველ ბემი ვიზიტის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, იუსტიციის, განათლების და მეცნიერების მინისტრებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე კომისიის წევრებმა აღნიშნეს, შეხვედრებზე მათ უწყებების წარმომადგნელებს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებაზე ესაუბრნენ.

„საკმაოდ დადებითი შედეგი მოჰყვა 10 წლის წინ ჩეხეთში განხორციელებულ ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობის დეკრიმინალიზაციას. ჩემს ქვეყანაშიც ძალოვანი უწყებები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ წლების შემდეგ ჩემთან მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და მადლობა გადამიხადა. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე დებატებს სათანადო ნარკოპოლიტიკის შემუშავებისთვის, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი სპეციფიკა, კონკრეტული გარემო და ქართველი ხალხის საჭიროებები. უნდა გვესმოდეს, რომ დეკრიმინალიზაცია არ იწვევს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდას და მას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პაველ ბენიმ.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ის 25 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან პოლიტიკური ლიდერები და კულტურის მოღვაწეები, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივანი კოფი ანანი. ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოწვევით იმყოფებიან.