კახა კალაძე - ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეფორმები განსახორციელებელია 
კახა კალაძე - ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეფორმები განსახორციელებელია 

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეფორმები განსახორციელებელია, რაზეც პარლამენტს მუშაობა აქვს დაწყებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალსტებმა დღეს კახა კალაძეს კომენტარი სთხოვეს Human Rights Watch-ის ანგარიშზე, რაზეც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ კვლევას არ გაცნობია.

„კვლევას არ გავცნობივარ, მაგრამ რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებელია, რაზეც პარლამენტს დაწყებული აქვს მუშაობა. ჩარჩოებში უნდა მოექცეს ყველაფერი და არ უნდა იყოს ის, რაც მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. სახელმწიფოს რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღები აქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Human Rights Watch-მა ანგარიში დღეს გამოაქვყენა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას, მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს